суббота, 14 ноября 2009 г.

სასწავლო პროექტი



  1. პროექტის სახელი: ყველაზე ლამაზი სახელი;
  2. პროექტის მოკლე აღწერა: ბავშვები ხშირად კამათობენ იმის გასარკვევად თუ ვის ქვია ყველაზე ლამაზი სახელი. ამ პრობლემის დაგასაწყვეტად შეიქმნა ეს პროექტი;
  3. პროექტის სრილი აღწერა: პროექტს განახორციელებს 3 ჯგუფი: 1. პირველი ჯგუფი შეისწავლის თუ რა და რა სახელებია მიმოქცევაში სკოლაში; 2. ჯგუფი შეისწავლის რომელი სახელები სარგებლობს პოპულარობით; 3. მესამე ჯგუფი შეაგროვებს უცხოურ და უცნაურ სახელებს.
  4. მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი;
  5. ვადები: 2 სამუშაო კვირა. ერთი კვირის შემდეგ კონსულტაცია;
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: 1. პირველი ჯგუფის წევრები კლასის ხელმძღვანელებისაგან მოიპოვებენ მოსწავლეთა სიას და დაადგენენ თუ რამდენი სხვადასხვა და რამდენი ერთნაირი სახელია სკოლაში. ამზადებენ მასალას პრეზენტაციისათვის. ერთი კვირის შემდეგ წარმოადგენენ შეგროვებულ ინფორმაციას, მიიღებენ საჭირო კონსულტაციას და აგრძელებენ მუშაობას. კიდევ ერთი კვირის შემდეგ კი სრულ მასალას წარმოადგენენ. მეორე ჯგუფის წევრები სპეციალურად შედგენილი კითხვარით გამოიკვლევს თუ რომელი სახელი სარგებლობს პოპულარობით საზოგადოებაში. უნდა გამოიკითხოს 50 რესპოდენტი. ერთი კვირის შემდეგ ეს ჯგუფი მიიღებს შესაბამის კონსულტაციას და შემდგომ მითითებებს. მესამე ჯგუფის წევრები შეაგროვებენ უცხოურ და უცნაურ სახელებს. ეს ჯგუფიც მიიღებს შესაბამის კონსულტაციებს. 2 კვირის შემდეგ სამივე ჯგუფი წარმოადგენს შესაბამის ნამუშევრებს ცხრილების, დიაგრამების და პლაკატების სახით.
  7. მოსალოდნელი შედეგები: პროექტის განხორციელების პერიოდში მოსწავლეებს განუვითარდებათ შემდეგი უნარ-ჩვევები: ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით; მოპოვებული ინფორმაციის დახარისხება; ინფორმაციის წარმოდგენა პრეზენტაციის სახით; გააზრებული პრეზენტაცია არავერბალური საშუალებებით;  ჯგფებში მუშაობა; პროექტზე მუშაობის უნარ-ჩვევა; კვლევის უნარ-ჩვევა;
  8. სარგებელი სხვებისთვის: მოპოვებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება სხვებისთვის. საინტერესო სტატისტიკური მონაცემების გაცნობა;
  9. სამუშაო ენა: ქართული;
  10. საგნები: ქართული და მათემატიკა;
  11. პროექტის ფასილიტატორი: ქათევან ქადიეშვილი;
  12. ფასილიტატორის ელ-ფოსტა: qadieshvili.qeti28@gmail.com